SECURE

ვინ ვართ ჩვენ?

სრული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები და მომსახურება

ჩვენი მიზანია ბაზარზე დავნერგოთ ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე კულტურა.

SECURE - გთავაზობთ თანამედროვე გადაწყვეტილებებსა და კომპლექსურ მეთოდებს თქვენი პროცესების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რატომ უსაფრთხოება?

თანამედროვე ტექნოლოგიურმა რევოლუციამ და პროგრესმა შეცვალა უსაფრხოების ძირითადი ვექტორები და პრინციპები. უსაფრთხოება გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ასპექტი ნებისმიერი პროცესისათვისა და ორგანიზაციისათვის.

"SECURE" გადაწყვეტილებები

ჩვენ გთავაზობთ თქვენს ორგანიზაციასა და მიმდინარე პროცესებზე მორგებულ ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებებსა და უსაფრთხოების ოპტიმიზირების მეთოდებს.


ყოველდღიურად იხვეწება მიდგომები და სტანდარტები მონაცემების დამუშავება, მიმოცვლასა და უსაფრთხოებაში, რისი თანამდევიც უნდა იყოს თანამედროვე, დაცული და ოპტიმიზებული აპლიკაცია. სერვისი გულისხმობს თქვენი აპლიკაციის პროგრამული კოდის აუდიტს და ბიზნეს პროცესის გამართულობას, რომელიც კიდევ ერთხელ მოგცემ მყარ გარანტს იმსას, რომ პროდუქტი იქნება დაცული და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი.

  • აუტენტიფიკაციის, ავტორიზაციის, სესიებისა და კომუნიკაციის მექანიზმების შემოწმება;
  • პროგრამირებასთან დაკავშირებული სისუსტეების ანალიზი (buffer overflows, ინფორმაციის შეტანა-გამოტანასთან დაკავშირებული სისუსტეები);
  • Third-party ბიბლიოთეკებისა და რესურსების უსაფრთხოების ანალიზი;
  • კრიპტოგრაფიული ფუნქციების იმპლემენტაცია;
  • რეპორტის მომზადების შემდეგ კი საჭიროებისამებრ პროცესში ჩართული იქნება თქვენი დეველოპერების გუნდი, რომელთაც გაეწევათ კონსულტაცია პროგრამული კოდის უსაფრთხოების კუთხით.

რეალური შეტევის სიმულაცია, რომელიც განხორციელდება თქვენი ზედამხედველობით, საუკეთესო ტესტი იქნება თქვენი ორგანიზაციისა და ბიზნეს პროცესებისათვის. შემდეგი მეთოდების გამოყენებით, თქვენ მიიღებთ რეალურ სურათს თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ რეალური თავდასხმის შემთხვევაში.

  • გარე და შიდა ტიპის შეღწევადობის ტესტები სისტემაზე (ქსელზე, სერვერებსა და აპლიკაციებზე);
  • ინექციების დისტანციურად სიმულაცია მონაცემთა ბაზებზე და რესურსებზე;
  • სოციალური ინჟინერიის გამოყენებით შეტევის სიმულაცია ორგანიზაციის თანამშრომლებზე;
  • Wireless - შეღწევადობის ტესტი;
  • კომპლექსურ-ვექტორული შეტევის სიმულაცია მულტი Layer დონეზე;
  • სერვისი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც, ერთჯერადად ასევე რეგულარულად უწყვეტ რეჟიმში.

თანამედროვე ინფორმაციული უსაფრთხოება არ წარმოადგენს სტანდარტული შაბლონს, რომლის პირდაპირი იმპლემენტაცია მარტივი და ხელმისაწვდომია ორგანიზაციისათვის. მაქსიმალური შედეგის მიღწევა კი შესაძლებელია კომპლექსური ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებით. ვინაიდან, ყველა ორგანიზაციის სამუშაო პროცესი, მასშტაბები და მოთოხვნილებები განსხვავებულია, ჩვენ გთავაზობთ კონსულტციას შემდეგ მიმართულებებში:

  • უსაფრთხოების სტრატეგიის დიზაინის დაგეგმვა.
  • უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა ორგანიზაციაში არსებულ სერვისებსა და პროცესებზე.
  • რისკების შეფასება და  ინფორმაციის კლასიფიცირება.
  • საფრთხეებისა და სუსტი წერტილების განსაზღვრა.
  • ინციდენტზე რეაგირების  და საფრთხეების იზოლაციის დაგეგმვა.
  • ორგანიზაციის რესურსებთან წვდომის პოლიტიკის შემუშავება.
  • ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა არსებული ოპერაციებიდან და პროცესებიდან გამომდინარე.

დეტალური აღწერა და საკუთარ რესურსებზე ზუსტი ინფორმირება, წარმოადგენს საფუძველს სისუსტეების აღმოსაჩენად და შემდეგი ღონისძიებების დასაგეგმად. დეტალურული რეპორტის მოსამზადებლად და თქვენთვის რეალური სიტუაციის წარმოსადგენად, გთავაზობს შემდეგი პროცესების გადამოწმებას:

  • ატორიზაციისა და წვდომის კონტროლი;
  • ფიზიკური წვდომის კონტროლი;
  • ქსელის უსაფრთხოება;
  • სამომხმარებლო ტერმინალების უსაფრთხოება (Host, workstation, laptop);
  • აპლიკაციების უსაფრთხოება;
  • ბიზნეს პროცესის უწყვეტობა სისტემიდან და სერვისებიდან გამომდინარე;
  • შიფრაცია;
  • მონაცემთა უსაფრთხოება;
  • უსაფრთხოების მონიტორინგი;
  • პერიმეტრის უსაფრთხოება;
გაეცანით სიახლეებს

შეგვეხმიანე

გაინტერესებთ მეტი ჩვენს შესახებ? მოგვწერეთ მეილზე